ჩვენს კლინიკაში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ ცხვირის, ქუთუთოების, სახის, კისრის, მკერდის, და სხვა პლასტიკურ კორექციებს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით იმეილით: info@litzresort.com


ჩვენი პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ შეღავათიან ფასებში ყველანაირ სტომატოლოგიურ მომსახურებას უახლესი აპარატურების და მასალების გამოყენებით. დეტალების გასაცნობად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@litzresort.com
გამოცდილი ექიმები დაგეხმარებიან ახალგაზრდული შესახედაობის დაბრუნებაში.


მსხვილი ნაწლავების გაწმენდა (დეტოქსიკაცია)- ალტერნატიული მედიცინის მეთოდია, რომლის მიზანია პაციენტის გამოჯანსაღება საჭმლის მომნელებელი სისტემის ტოქსინებიდან განთავისუფლების გზით. ნაწლავებში დაგროვებული შლაკების დაშლა და გამოძევება აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ენერგიის მოზღვავებას იძლევა.
ნაწლავთა დეტოქსიკაციას შეუძლია თქვენთვის ბევრი სიკეთის მოტანა, მათ შორის:
დეტოქსიკაციის ეფექტი ბევრად ძლიერდება ჯანსაღი დიეტის დაცვით. „ლიც“ რეზორტის ექიმები და დიეტოლოგები დაგეხმარებიან თქვენი სურვილისა და კლინიკური ჩვენებების შესაბამისი გამაჯანსაღებელი პროგრამის შედგენაში.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.liplitz.com ან დარეკეთ: 591 808 844.
წონის დაგდების და გაჯანსაღების ეს პროგრამა „ლიც რეზორტის“ ბაზაზე შეიმუშავა მარი ლიპარტიამ- ქართული წარმოშობის ამერიკელმა ექიმმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სისტემაში სიმსუქნის პრობლემებზე .
პროგრამა მორგებულია მონაწილის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და სიმსუქნის მკურნალობის ოთხ ბოძს ეყრდნობა: კვება, მოძრაობა, განწყობა და სამედიცინო თერაპია.
მკურნალობის ფილოსოფია სიმსუქნის ბიოლოგიაზეა აწყობილი და არა პიროვნების ნებისყოფაზე. ( 37)
პროგრამა მოიცავს:
„ლიც რეზორტი“ დამატებითი მომსახურების სახით გთავაზობთ:
„ლიპარტია-ლიც“ პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 2 კვირაა, თუმცა მონაწილის სურვილის შესაბამისად ის შეიძლება 3-4 კვირამდე გაიზარდოს. თუმცა პროგრამა არ მთავრდება რეზორტიდან გამგზავრების შემდეგაც: პროგრამის მონაწილე მიემგზავრება სახლში შეცვლილი მენტალიტეტით, ენერგიით დამუხტული, გაუმჯობესებული განწყობით და ბიო მახასიათებლებით. მას თან მიჰყვება რეკომენდაციები, ექიმის კონსულტაციები და კვების სპეციალისტების მიერ 12 კვირაზე გაწერილი ინდივიდუალური მენიუ.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს www.liplitz.com, მიმართოთ „ლიც რეზორტის“ კონსიერჟს ან დარეკოთ: 591 808 844
გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია, ამიტომ გირჩევთ 4-6 კვირით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია.


„ლიც რეზორტი“ ცდილობს შეინარჩუნოს კოვიდისგან თავისუფალი სტატუსი, რისთვისაც მკაცრად იცავს რეგულაციებს, მუდმივად ამოწმებს თანამშრომლების ტემპერატურას და დამახასიათებელ სიმპტომებს, და სტუმართა მიღებისას - ვაქცინაციას ან კოვიდ ტესტის პასუხს.
ამას გარდა, ჩვენთან მუდმივად არის ექიმი, რომელსაც შეუძლია როგორც კოვიდ სწრაფი ტესტის ჩატარება, ასევე პაციენტის გასინჯვა და ოქსიგენაციის და ძირითადი ლაბორატორიული ანალიზების შემოწმება ადგილზე, ჩვენს მინი კლინიკაში.
მინი კლინიკაში გვაქვს ელექტრონული საავადმყოფო საწოლები, პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის გენერატორები და ყველანაირი სამედიცინო აპარატურა რათა პაციენტს კვალიფიციური დახმარება ჩაუტარდეს სტაციონარში გადაყვანამდე, თუ ამის საჭიროება დადგება.