რესტორნები

“ზეცა”

რესტორანი და ბალკონი მოთავსებულია სასტუმროს ყველაზე მაღალ დონეზე და სავარაუდოდ საუკეთესო ხედს გთავაზობთ რიზედან (თურქეთი) კავკასიონის ქედამდე. "ზეცა" საუკეთესო დარბაზია 300 სტუმრამდე წვეულებისთვის.

“ლემიჟ“ რესტორანი და ბარი

მასპინძლობს სტუმრებს დილით უგემრიელესი საუზმით და საღამოს - ევროპული კერძებით. იგი განლაგებულია სასტუმროს პირველ სართულზე, როგორც შენობის შიგნით, ასევე ტერასაზე საიდანაც არჩვეულებრივი ხედი იხსნება ბათუმის სანაპიროზე.

“მარანი”- ქართული რესტორანი

ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის და უცხოური ღვინოების დაგემოვნება. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ რესტორნის დარბაზშივე მოთავსებულ თონეში გამომცხვარი პური.

“პატისერი”

კაფეა ჩანჩქერის აუზთან, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ნაყინების და ნამცხვრების დაგემოვნება.

ბილიარდის ბარი

აქვე შეგიძლიათ წაიხემსოთ როგორც ბილიარდის კლუბში, ასევე გარეთ ტერასაზე მოთავსებულ კაფეში.

უსასრულო აუზის ბარი

ზაფხულის სიცხეში ცივი სასმელების მოწოდების საუკეთესო ადგილია.

სათამაშო კლუბის ბარი

ჭადრაკს ნაკლებად, მაგრამ ნარდს და კარტს უხდება კოქტეილები განსაკუთრებით როდესაც თამბაქოს მოწევაც შეიძლება.

"შამპან" ბარი

მოთავსებულია მეექვსე სართულის აივანზე და ულამაზეს ხედთან ერთად სტუმრებს თავაზობს შუშხუნა ღვინოებს, ხილს და ხიზილალას. 

ჯაზ კლუბის ბარი

კარგი მუსიკა უკეთესად ჟღერს კოქტეილების გარემოცვაში.